გაკვეთილის გეგმები

კითხვის გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
მასწავლებელი:    ქეთევან მაზმიშვილი
თემა:  საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე

საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სამოქალაქო განათლება
კლასი:   მე-5

დრო: 45 წუთი                                                       

შესავალი:
გაკვეთილის ამოცანები / სწავლების შედეგები.
ცოდნა,უნარები,დამოკიდებულებები / ღირებულებები.
·         მოსწავლეები გაიგებენ ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების არსს და გააცნობიერებენ მათ მნიშვნელობას;
·         მოსწავლეები გაეცნობიან ობიექტებს, რომლებიც იცვლება საავტორო უფლებებით;
·         მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის შესახებ;
·         მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემის გრძნობა ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების მიმართ.

გაკვეთილის აქტივობის ძირითადი მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ტექსტის წაკითხვას,გაგება_გააზრებას,ვარაუდების გამოთქმას,სიტყვის მნიშვნელობის დადგენას,პერსონაჟების დახასიათებას,ფრაზეოლოგიზმებზე მუშაობას.
სწავლების შედეგები
დამოკიდებულება
·         გაიაზრებენ,რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს,სხვისი ნაშრომის მითვისებასა და გამოქვეყნებას.
·         ისწავლიან საკუთარი და სხვისი ნააზრევის პატივისცემას.
·         გაიაზრებენ წინდაუხედაობით გამოწვეულ შედეგებს.
·         მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის შესახებ;
·         მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემის გრძნობა ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების მიმართ.
·          
ცოდნა
უნარები
·         გაიმდიდრებენ ლექსიკას ტექსტში გამოყენებული სიტყვებითა და ფრაზეოლოგიზმებით.
·         განიმტკიცებენ ცოდნას მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების შესახებ.
·         გაივარჯიშებენ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევას.
·         აითვისებენ და გაეცნობიან ახალი სიტყვების მნიშვნელობაზე მუშაობის სტრატეგიას.
·         შეძლებენ მოცემული ტექსტის ძირითადი იდეის გაგება-გააზრებას.
·          
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარები.
·         კითხულობს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციასა და შთაბეჭდილებას.
·         გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან.
·         განმარტავს პერსონაჟის ქცევის მოტივს და აფასებს მის საქციელს.
V.5.მოსწავლეს შეუძლია სადიდკუსიო სტარტეგიების ამოცნობა და გამოყენება.
V. .12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.

·         სხვადასხვა ელემენტების მოშველიებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტის მონაკვეთების შინაარსის შესახებ.
საჭირო წინარე ცოდანა და უნარ-ჩვევები
·         შეუძლიათ მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის მახასიათებლების გამოყოფა.
·         შეუძლიათ ტექსტის პაუზებით წაკითხვა და ვარაუდის გამოთქმა ,თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
·         შეუძლიათ პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა.
·         შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების არგუმენტირება.
·         შეუძლიათ თხრობითი ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოების ამოცნობა.


წინარე ცოდნის შეფასება
შეფასება ხდება წინა გაკვეთილზე მიღებული უკუკავშირით,ამასთან მუშაობა იწარმოებს წინასწარი ცოდნის საფუძველზე.
გაკვეთილის აქტივობის გეგმა
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები/მეთოდები/სტრატეგიები
·         მოლოდინების გზამკვლევი
·         დაფიქრდი-დაწყვილდი-დაწერე-გაუზიარე
·         პაუზებით კითხვა
·         3-2-1
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
ინდივიდუალური,წყვილებში,ჯგუფებსა და მთელ კლასთან მუშაობა.
სასწავლო მასალა:
ტექსტი, თვალსაჩინოება, ინტერნეტრესურსი,დაფა,ცარცი 
-         საკითხავი წიგნი: „დორემიუს სოლასი“ (ირმა მალაციძე),ბეთჰოვენის 17 სიმფონია.

გაკვეთილის აქტივობის ფორმები:

I ფაზა: წაკითხვამდე

·         შევამოწმებ სახლში მიცემულ დავალებას.
·         გავაცნობ გაკვეთილის  მიზანს, ნაწარმოებს,სათაურს, ავტორს, გაკვეთილზე გამოსაყენებელ  მეთოდებსა და აქტივობებს.
·         მიმოვიხილავ სასკოლო ბიბლიოთეკაში არსებული ერთ-ერთი წიგნის სტრუქტურას.
·         ტექსტის წაკითხვამდე თითოეული ჯგუფი შეავსებს ჩემ მიერ მიწოდებულ კითხვარს,რომელიც ეხება საავტორო უფლებების დაცვას.
·         გამოვათქმევინებ ვარაუდს,რა თემაზე შეიძლება იყოს შექმნილი ნაწარმოები.
·         ტექსტის დასაწყისს ვკითხულობ მე,შემდეგ კი ვიყენებ პაუზებით კითხვას.ტექსტი დავყავი ორ ნაწილად.
II ფაზა: წაკითხვის დროს

·          წაკითხვამდე მოსწავლეებს ვაძლევ ტექსტზე მუშაობის  მკაფიო ინსტრუქციას.
·         მოსწავლეები კითხულობენ წყვილებში,ტექსტი დაყოფილია ორ ნაწილად,პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სცემენ პასუხს ჩემ მიერ დასმულ კითხვებს,ვარაუდეებს  გამოთქვამენ, როგორ გაგრძელდება ნაწარმოები.შემდეგ კითხულობენ მეორე ნაწილს.
·         ტექსტის კითხვის დროს,მოსწავლეებმა უნდა იპოვონ და მონიშნონ ხატოვანი სიტყვა_თქმანი და შეძლებისდაგვარად განმარტონ.

III ფაზა: წაკითხვის შემდეგ
·                                         მოსწავლეები ინაწილებენ როლებს ზღაპრის  პერსონაჟების,დანარჩენი მოსწავლეები უსვამენ კითხვებს.(მოსწავლეებმა ამომწურავად  უნდა გასცენ პასუხი მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.)


შეფასება:
მოსწავლის შეფასების დღიურის საშუალებით დავაკვირდები თითოეული ბავშვის ჩართულობას სხადასხვა აქტივობაში და აღნიშვნების საშუალებით ვაწარმოებ მათ მონიტორინგს.
თავად მოსწავლეებს ვთხოვ შეაფასონ თავიანთი გუნდის წევრები,გამოყონ რა იყო მათი ჯგუფის სუსტი და ძლიერი მხარე,შეაფასონ სხვა ჯგუფის წევრებიც.






No comments:

Post a Comment